ივერიონი / რა ბედი ელის ქუთაისში იმ ძაღლებს, რომლებიც გაურკვეველ ავადმყოფობას ატარებენ?

რა ბედი ელის ქუთაისში იმ ძაღლებს, რომლებიც გაურკვეველ ავადმყოფობას ატარებენ?

ვის ევალება ამ ძაღლებზე პასუხისმგებლობის აღება და რამდენად დაცული ვართ ამ ვირუსისგან, ეს ის სიტყვებია რაც დღეს ქუთაისში, ქალაქის გარე უბანში, კერძოდ,  ნიკეას დასახლებაში მაცხოვრებლებს  აწუხებთ. 

„ საშინელი შესახედია. რას ჰგვანან, მთლად გაპუტულები არიან.  ეს კიდევ არაფერი ნიკეას ნაგავსაყრელზე უნდა ნახოთ რა მდგომარეობა. იქ მყოფი ძაღლი აიკიდებს ავადმყოფობას, აბა რა იქნება! ამასთაან, იქ ძალიან ბევრ მკვდ ძაღლსაც იპოვით. მოკლედ,  საშინელ დღეში ვართ. აქ ნაგავსაყრელია და შეიძლება ეს დაავადება ბავშვებსაც გადაედოთ“, -  ამბობს „ივერიონთან“ საუბრისას ამ ანომალიით შეწუხებული რესპონდენტი.  

სიტუაცია მართლაც დამაფიქრებელია. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.  მოსახლეობის ბედით არავინ ინტერესდება და არჩევნების შემდგომ, მით უმეტეს, არავის გაახსენდება ისინი...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავით ცხვარაძე

23-05-2014, 16:28
უკან დაბრუნება