ივერიონი / ახალგაზრდა მომღერლის ექსპერიმენტი

ახალგაზრდა მომღერლის ექსპერიმენტი

   ქართველები რომ ნიჭიერები ვართ ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მეორეა რამდენად აფასებენ შენს ნიჭს და რამდენად გაქვს საშუალება, რომ შენი შემოქმედება ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ შოუბიზნესში ბევრი ნიჭიერია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ისინი არ ჩანან.

რესპოდენტი, რომლის შესახებაც მინდა მოგიყვეთ ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონაა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მღერის და კონკრეტულ კონცერტებში იღებს მონაწილეობას. ამბობს, რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ერთ დღესაც ფორტუნა ისევე გაუღიმებს, როგორც სხვებს.

საუბარი მაქვს 22 წლის ახალგაზრდა, დამწყებ მომღერალზე თაკო აბუაშვილზე, რომელმაც სულ ახლახანს ახალი სიმღერა ჩაწერა. 

   -"ყველაფერს იღბალი უნდა, მთელი ცხოვრება ვმღერი და სადაც შესაძლებლობაა ყოველთვის გამოვდივარ. არ მაქვს ბევრი სიმღერა ჩაწერილი, მაგრამ მომავალში ვაპირებ რომ ჩემს რეპერტუარზე ვიმუშაო და იმედია ჩემი ნამუშევრები ხალხს მოეწონებათ" _ ამობობს თაკო აბუაშვილი.

   "მინდა ისე გიყვარდე"_ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მომღერალმა ჯგუფ "სეიშენის" სტუდიაში ჩაწერა. მუსიკა ჯგუფის ერთ-ერთ წევრ ლაშა აბზიანიძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ყველასათვის ნაცნობ მწერალს ნანა ცინცაძეს.

  "ვფიქრობ ძალიან კარგი, სასიამოვნო სიმღერა გამოვიდა. ძალიან ნჭიერი პიროვნებაა ლაშა და სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანას ასეთი არაჩვეულებრივი ტექსტის შექმნისთვის. იმხელა სტიმული მაქვს, რომ გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ და კიდევ ჩავწერ ძალიან ბევრ სიმღერას. ახლო მომავალში კლპის გადაღებასაც ვგეგმავ. ასე, რომ ვნახოთ რა იქნება და როგორ. უფლის წყალობით მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება" _ აღნიშნა თაო აბუაშვილმა.

გიორგი საკარული

 

23-05-2014, 23:12
უკან დაბრუნება