ივერიონი / გიორგი მაზმანიანი:-"მთავრობამ უარი უნდა თქვას ერთი პირის ამბიციაზე"

გიორგი მაზმანიანი:-"მთავრობამ უარი უნდა თქვას ერთი პირის ამბიციაზე"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "პატრიოტები" აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის უგულვებელყოფას აქვს ადგილი, რადგან კონსტიტუციაში ცალსახად არის განმარტებული, რომ საერთაშორისო დოკუმენტს ხელს აწერს პრეზიდენტი. პარტიოტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომლის ერთ ეგზემპლარს მთავრობას, მეორეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუფზავნიან.

   "ჩვენი აღშფოთება მთავრობის საპარლამენტო მდივნის გუშინდელმა განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც არა თუ დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, არამედ ისეთ კონტექსტში საუბრობდა, რომ ვერ გავარკვიეთ პრეზიდენტს გულისხმობდა, თუ რიგით მოქალაქეს. კონსტიტუციაში ცალსახად არის განმარტებული, რომ საერთაშორისო დოკუმენტს ხელს აწერს პრეზიდენტი. სხვათა შორის ამის თაობაზე მინიშნებაც გააკეთა ბაროზომ, როდესაც პრემიერს უთხრა, რომ იმედი მაქვს ხელმოწერის დროს თქვენც იქნებითო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვას მთავრობამ ერთი პირის ამბიციაზე და დოკუმენტის ლეგიტიმურობას არ უნდა შეუქმნას საფრთხე. ეს დაუშვებელია. ამდენად ჩვენ გუშინ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, ამ დროისთვის გვაქვს 3 000–მდე და დაახლებით 10 000–ის მოგროვების შემდეგ ერთ ეგზემპლარს გადავუგზავნით მთავრობას, მეორეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს",– აცხადებს გიორგი მაზმანიანმა.  

24-05-2014, 13:33
უკან დაბრუნება