ივერიონი / დარიალის ხეობაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

დარიალის ხეობაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

დარიალის ხეობაში,  ჩატარებული საძიებო სამუშაოების  დროს მაშველებმა, კიდევ ერთი,   სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაცვლილი, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე სატვირთო ავტომანქანის ნაწილების ამოტანისას იპოვეს. 

ცხედარი ამოსაცნობად, თბილისის ექსპერტიზის  ბიუროში გადაასვენეს. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, დღემდე ჩატარებული გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, დარიალჰესის გვირაბში, 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორია ნაპოვნი, ასევე, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის მასიდან 2 სატვირთო ავტომანქანა ამოიყვანეს.

სტიქიიისა ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობას 24 საათიან რეჟიმში  აგრძელებენ. 

ამ დრომდე, დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. 

დარიალის ხეობაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოები 4 პიროვნების საპოვნელად მიმდინარეობს.

 

24-05-2014, 13:41
უკან დაბრუნება