ივერიონი / სოსო ცისკარიშვილი: ,,უგულავას პრესტიჟის საქმეა ორიოდე კვირით შევარდება თუ არა მერის კაბინეტში“

სოსო ცისკარიშვილი: ,,უგულავას პრესტიჟის საქმეა ორიოდე კვირით შევარდება თუ არა მერის კაბინეტში“

,,ივერიონს“ ესაუბრა პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი

 

-ბატონო სოსო,  როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ყოფილი მერის,  გიგი უგულავას,  სარჩელი. თქვენი აზრით, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რას დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და პროკურორმა ხომ არ დაარღვია კონსტიტუციური ნორმა არჩევითი მერის გადაყენებისას?

 

-მე მგონი, საკონსტიტუციო სასამართლომ ამაზე უკვე გასცა პასუხი, მაგრამ ამ საკითხის გასაჩივრებას  ვინმე სტრასბურგის სასამართლოში თუ მაინც   მოინდომებს, ისიც უნდა იცოდეს, რომ იქ მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვას განიხილავენ და  არა კონკრეტულად ამგვარ სახელმწიფოებრივ საკითხებს.

ახლა მხოლოდ ადვოკატებზეა დამოკიდებული, შეიტანენ თუ არა სარჩელს თბილისის სასამართლოში, რათა მან  შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ან შეცვალოს წინა გადაწყვეტილება.

 

-ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა გიგი უგულავას კანონიერი უფლება აღდგეს თბილისის მერის პოსტზე არჩევნებამდე 15 დღით ადრე?

 

-რა თქმა უნდა,  აქვს, მაგრამ მოისურვებს თუ არა ორიოდე კვირით დაუბრუნდეს თანამდებობას, ეს მისი პირადი პრესტიჟით უნდა გადაწყვიტოს.

 

-როგორც თქვენ ამბობთ, თუ უგულავამ  მერის პოსტი ორიოდე კვირით მაინც დაიბრუნა, იქნება თუ არა ეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი?

 

-არა, რა თქმა უნდა, რადგან ორი კვირაც და ეს ამბავი წარსულს ჩაბარდება!

 

                                                                                                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

24-05-2014, 15:06
უკან დაბრუნება