ივერიონი / დავით ბაქრაძე:-"რაც ხდება დღეს სოხუმში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს!"

დავით ბაქრაძე:-"რაც ხდება დღეს სოხუმში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს!"

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა  დავით ბაქრაძემ აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ  რუსეთი  აფხაზეთში ყირიმის სცენარით მოქმედებს.

   -"ის, რაც ხდება დღეს სოხუმში, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს, მითუმეტეს იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. სოხუმში მიმდინარე პროცესი, იქ გაჟღერებული მოთხოვნები, რომ აფხაზეთმა უნდა აირჩიოს რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის ზრდა, ის ფაქტი, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე პირდაპირ ითხოვს ეთნიკურად ქართველების გასახლებას აფხაზეთიდან, ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში ჩასვლას აპირებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე – ყველაფერი წარმოშობს სამწუხაროდ ძალიან რეალურ ეჭვს, რომ პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იგივე სცენარით, რა სცენარიც გამოყენებული იქნა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში, კერძოდ, ვითომდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით პროცესი მიდის საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან საბოლოოდ მიერთების და ანექსირების მიმართულებით".

 

28-05-2014, 15:14
უკან დაბრუნება