მთავარი გვერდი > 14 დევნილ ოჯახს გლდანში საცხოვრებელი გადაეცა

14 დევნილ ოჯახს გლდანში საცხოვრებელი გადაეცა


28-05-2014 / 18:00

14 დევნილ ოჯახს გლდანში საცხოვრებელი გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, კენჭისყრის პრინციპით, დევნილი ოჯახებისათვის  ბინები  განაწილდა. 

 

აღნიშნულ ოჯახებს ბინები, თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში, პოლიციის ყოფილ შენობაში, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. 

 

კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა, დევნილი ოჯახები ონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან.  

ორსართულიან შენობაში სულ 14 ბინაა, აქედან  3 - ერთოთახიანი, 6 - ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი საცხოვრებელი. 

დევნილთა სია, რომლებმაც  გლდანის მესამე მიკრორაიონში ბინა მიიღეს, იხილეთ ლინკზე:

http://mra.gov.ge/res/docs/2014052816360269288.pdf


უკან დაბრუნება