მთავარი გვერდი > „აფხაზეთი-გამოწვევა და ახალი მიდგომები"

„აფხაზეთი-გამოწვევა და ახალი მიდგომები"


28-05-2014 / 20:20

„აფხაზეთი-გამოწვევა და ახალი მიდგომები

დღეს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევით ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობა"-ს ინიციატივით,  თემაზე - „აფხაზეთი-გამოწვევა და ახალი მიდგომები" -მრგვალი მაგიდა გაიმართა. 

შეხვედრას,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, სამოქალაქო თანხმობის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი ლელა გულედანი, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მიმისტრის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი გიორგი ქაჯაია, აფხაზეთის თემათიკაზე მომუშავე  ექსპერტები, ასევე აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა, საზოგადოებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ დონეზე, მრავალმხვრივი დიპლომატიის გააქტიურება და მშვიდობის გზების მოძიების მიმართულებით, სისტემური კვლევების ჩატარების საკითხები განიხილეს.

მათ ასევე,  შეიმუშავეს რეკომენდაცია, რომ უახლოეს პერიოდში ტერიტორიული მთლიანობისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კოალიცია ჩამოყალიბდეს. 

შეხვედრის ორგანიზატორების ინიციატივით,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე,  მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების ცენტრი უნდა დაარსდეს, რომელიც სტრატეგიულ კვლევებზე იმუშავებს. 

 


უკან დაბრუნება