მთავარი გვერდი > ქუთაისში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა

ქუთაისში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა


28-05-2014 / 23:56

ქუთაისში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა

    ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად  ჯავახიამ იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ს  ჟურნალისტს მარიამ პატარაიას სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა, ჯავახიამ ერთ-ერთ საჯარო სხდომაზე ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა  და ჟურნალისტს საჯაროდ  მატყუარა,  ტუტუცი, უზრდელი და  უნამუსო უწოდა.

    ახალი ამბების სააგენტო აპარატის უფროსისგან ბოდიშის მოხდას საჯაროდ ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში პატივისა  და ღირსების შელახვისთვის  უჩივლებს.

  -"უკვე გახშირდა ჟურნალისტებზე მსგავსი სახის სიტყვიერი თუ ფიზიკური  გასწორება , ეს უკვე მეორე შემთხვევა ამ ახლო ხანში , სააგენტოზე  გაშვებულ  მასალამ  რომელმაც  ხვარეშიას ნერვები აუშალა და ჟურნალისტი საჯარო სხდომაზე  მარიამ პატარაია მსგავსი სახის სიტყვებით მოიხსენია, გთავაზობთ უცვლელათ"-აცხადებს "ივერიონის" იმერეთის ბიუროს ჟურნალისტი დავით ცხავარაძე. 

(სტილი დაცულია )

   -"საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა მარიამ პატარაიამ  მიმდინარე წლის 22 მაისს ქუთაისის მერიის სამსახურებიდან შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 67 კაციან სიაში არ აღმოჩნდა მერიის პრესსამსახურის უფროსი ეკა მამისეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 13 მაისს აცხადებდა, რომ იგი ოფიციალურ შვებულებაში იმყოფებოდა. 

   საინფორმაციო სააგენტოზე აღნიშნულ თემაზე მომზადებული მასალის განთავსების შემდეგ კი პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მამისეიშვილი სიაში უბრალოდ გამორჩათ.

   მალავს თუ არა ქუთაისის მერია შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფრომაციას და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს კადრების განყოფილებას, რომელმაც დოკუმენტი არასრულყოფილად მოამზადა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას, რომელიც დოკუმენტს ხელს აწერს, ამაზე კომენტარს ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ.

   "გავერკვევი სიტუაციაში, გავიგებ რა დოკუმენტზეა საუბარი და ხვალ გიპასუხებთ",–ამბობს მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი.

 


უკან დაბრუნება