ივერიონი / გიგი უგულავა:-"თავდასხმა პოლიტიკურ ხასითს ატარებდა"

გიგი უგულავა:-"თავდასხმა პოლიტიკურ ხასითს ატარებდა"

   გუშინ, გვიან ღამით ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება ერთ-ერთ ჩაის სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო. მოგვიანებით კი მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით გაუსწორდნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

   აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი უგულავა და ხელისუფლებისგან გარდაბანში გუშინ მომხდარი დაპირისპირების სწრაფად გამოძიება მოითხოვა. უგულავას განცხადებით, გარდაბანში პარტიის მხარდამჭერებეს თავს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენე.

   -"ეს ხალხი დაკავშირებულია ადგილობრივ "ქართული ოცნების" პარტიის წამრომადგენელებთან. ეს თავდასხმა პოლიტიკურ ხასითს ატარებდა. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ პოლიტკური ოპონენტების მიმართ გარდაბანში გამოყენებული იყო ის ტერმონოლოგია, რომელიც საქართველომ 90-იანებში დატოვა. გუშინ ჩვენ უხვად ვიხილეთ მათი წარმომადგენლების მხრიდან ეთნიკური შეურაცხყოფელი ფრაზები. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ აღნიშნული ფაქტი სწრაფად იქნეს გამოძიებული", - 

   ცნობისთვის: მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დაუპირისპირდნენ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინციდენტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.

 

29-05-2014, 12:23
უკან დაბრუნება