ივერიონი / აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზარიკ ჰასანოვი საქართველოშია

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზარიკ ჰასანოვი საქართველოშია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზარიკ ჰასანოვს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე, წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი.

29-05-2014, 18:06
უკან დაბრუნება