ივერიონი / შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გივი ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ზურაბ ლ-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

სამართალდამცველებმა გივი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

29-05-2014, 20:12
უკან დაბრუნება