ივერიონი / ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის მნიშვნელოვანი წყაროა.

ბროკოლი კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის მნიშვნელოვანი წყაროა.

ჯვაროსანთა ოჯახის ამ მცენარეში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი ნაერთი - სულფორაფანი, რომელსაც შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. კერძოდ, იგი მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ მოქმედებს.

მეცნიერები ადრეც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები ამცირებს განსაზღვრული ტიპის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, ამჯერად კი ბილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ სულფორაფანიმწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს კურნავს. ამ ტიპის სიმსივნე ბავშვებშია გავრცელებული და მკურნალობაზე ათიდან 8 შემთხვევაში რეაგირებს. რჩება 20%, რომლის სამკურნალოდაც შეიძლება გამოყენებული იყოს ალტერნატიული თერაპია, მაგალითად, სულფორაფანი.
მეცნიერებმა აღნიშნული ნაერთი ბოსტნეულიდან გამოყვეს და მისი საშუალებით დაამუშავეს პაციენტებისგან მიღებული სიმსივნური უჯრედები. ჩაატარეს საკონტროლო ექსპერიმენტი ჯანმრთელ უჯრედებზეც. ნაერთმა სიმსივნური უჯრედები გაანადგურა, ხოლო ჯანმრთელს არაფერი ავნო. სულფორაფანის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა. 

30-05-2014, 00:16
უკან დაბრუნება