ივერიონი / თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მასობრივად იხოცება

თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მასობრივად იხოცება

თეთრიწყარო-წალკის ტერიტორიაზე  წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასობრივი დაცემის  ფაქტები დაფიქსირდა. 

იქ,  ამ დრომდე,  ასეულობით დახოცილი  ცხვარი და რამდენიმე ათეული ძროხაა.
როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში  აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ  ეცნობა ვეტერინარიის სამსახურს, რომელმაც  დაცემული საქონლიდან სინჯები აიღო.

 "ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვრისა და ძროხების სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის, უბრალოდ,  ბოლო რამდენიმე დღეა,  ბედენის მთის ტერიტორიაზე ტემპერატურა ძალიან დაეცა, გამოზამთრებულმა საქონელმა კი სიცივეს ვერ გაუძლო და გადარეკვის პროცესში დაიხოც,. მეცხვარეებმა  კი ისინი პირდაპირ ტრასაზე დატოვეს.  სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა დღეს დაიწყეს  ორმოების ამოთხრა და დახოცილი  საქონლის  დამარხვა, რომ მათი გახრწნის პროცესში რაიმე სახის დაავადების გავრცელება ავირიდოთ თავიდან", - განაცხადეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

30-05-2014, 18:21
უკან დაბრუნება