ივერიონი / პრემიერს გურიაში ელოდებიან

პრემიერს გურიაში ელოდებიან

   დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გურიას ესტუმრება.

   პრემიერ-მინისტრი ლანჩხუთის რაიონში ახლად აშენებულ წყალშემკრებ ნაგებობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც ოზურგეთში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.

   საქართველოს მთავრობის მეთაური შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარსაც ესტუმრება.

   რეგიონული ტურნეს ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და ფოლკლორისტებთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

31-05-2014, 09:45
უკან დაბრუნება