ივერიონი / ირაკლი ალასანია:-"აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება"

ირაკლი ალასანია:-"აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება"

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება საოკუპაციო ქვეყანას.

   -"ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა საოკუპაციო ძალების და იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული. ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ ჩვენი ქვეყნის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის პოლიტიკურ ანექსიასაც. ბუნებრივია, ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულენოვან მოსახლეობაზე.

  ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ახლა აკონტროლებს საოკუპაციო ძალები და იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება საოკუპაციო ქვეყანას".

 

31-05-2014, 10:01
უკან დაბრუნება