მთავარი გვერდი > უყვართ თუ არა გურულებს „ქართული ოცნება“ ?!

უყვართ თუ არა გურულებს „ქართული ოცნება“ ?!


31-05-2014 / 19:18

უყვართ თუ არა გურულებს „ქართული ოცნება“ ?!

ჩვენ არც ერთ  რაიონში, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკუი ძალის გამარჯვებას, - ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის   კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. 

„ჩვენ გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში, გავიმარჯვეთ საპრეზიდენტო არჩევნებში და ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“ - განაცახდა ღარიბაშვილმა.  

ცნობილია, რომ ოზურგეთის მერობისთვის, „ქართული ოცნების“ სახელით, ბეგლარ სიორიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტებების გამგებლობის კანდიდატებად კი წარდგენილი არიან: ოზურგეთი - მერაბ ჭანუყვაძე; ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე; ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა.  

 


უკან დაბრუნება