ივერიონი / წითელი ხალიჩა ფოთის თეატრში

წითელი ხალიჩა ფოთის თეატრში

   ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესოულ სახელმწიფო თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული შენობა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, ხელოვანები, მუსიკოსები, თეატრალურ საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეები. 

   გახსნაზე პრემიერი სითყვით გამოვიდა. მან ყურადღება საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ფოთის თეატრი ყოველთვის წამყვან თეატრებს შორის იდგა და თავისი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.

   თეატრის გახსნაზე იმყოფებოდნენ ეკა ბესელია, გია ვოლსკი, გოგი ქავთარაძე, თემურ ჭყონია და სხვები.

 

1-06-2014, 08:37
უკან დაბრუნება