ივერიონი / დღეს „112“-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადაიქცევა

დღეს „112“-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადაიქცევა

   პირველ ივნისს, 11 :00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მზრუნველობა მოკლებულ 100 ბავშვს მიულოცავს. მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით 112-ის ეზოში გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება შოუს ელემენტებით, სადაც თამაშებში და კონკურსებში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას მოწვეული ბავშვები. სტუმრად მოსულ მოზარდებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდებიან. პერსონაჟები „112“-ის ეზოს რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადააქცევენ. პატარები აღმოჩნდებიან ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იქნებიან საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები. ბავშვებს საშუალება მიეცემათ „112“-ის ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატონ, დაათვალიერონ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო ეკიპაჟები, ასევე გახალისდებიან სახის მოხატვით. ღონისძიებაზე ბავშვები მიიღებენ სამახსოვრო პრომო საჩუქრებს 112-ისაგან. დღის დასასრულს სტუმარი ბავშვები დაესწრებიან, სპეციალურად გამართულ, ჯგუფ „ნიუტონი“-ს კონცერტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდება. კონცერტი გაიმართება 19:00 საათზე კუს ტბაზე.

   

1-06-2014, 08:55
უკან დაბრუნება