მთავარი გვერდი > ხობში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ხობში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


5-06-2014 / 16:00

ხობში  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღინიშნება. 

ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა აქცია -თემაზე "დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო". აქციაში, რომლის მიზანია უნიკალური ჯიშის ხეების ნერგების დარგვა და მათზე ზრუნვა, დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავება, ახალგაზრდებში გარემოს დაცვაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებოის,საკრებულოს და ბიბლიოთეკის თანმაშრომელი ასევე აქციაში ჩართული იყვნენ მოხალისე ახალგაზრდები,როგორც გამგეობის პრეს სამსახური იუწყება, მსგავსი აქციები ხობის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება.

 


უკან დაბრუნება