ივერიონი / პრემიერა გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას ეძღვნება

პრემიერა გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას ეძღვნება

   13 ივნისს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. მისი ხსოვნის საპატივცემოდ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ პირველად სცენაზე 1962 წელს დადგა და მაყურებელს სრულიად ახალი ინოვაცია შესთავაზა. 

   თეატრის კოლექტივი, რომელ თეატრშიც რეჟისორმა ბოლო პერიოდი გაატარა, ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიდი მაესტროს პატივისცემას.

სპექტაკლის  რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, მუსიკალურად სპექტაკლი  ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა, მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, კოსტიუმების მხატვარი კი მაია სხირტლაძეა. რეჟისორმა სპექტაკლზე ორ თვე-ნახევარი იმუშავა.

 

8-06-2014, 11:40
უკან დაბრუნება