მთავარი გვერდი > "გევედრებით ყველას, იქნებ მაპოვნიოთ შვილი"

"გევედრებით ყველას, იქნებ მაპოვნიოთ შვილი"


10-06-2014 / 08:22

   25 წლის ახალგზარდა ლევანი 5 დღის წინ სახლიდან გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. ახლაგზარდას მთელი სოფელი ეძებს, საქმეში ჩართულია მარტვილის საგამოძიებო სამსახურებიც, დაკარგულის დედის თქმით, ბიჭს ერთი კვირაა, რაც დაეწყო გონებრივი პრობლემები, აქამდე ყველანაირად ჯანმრთელი იყო, ოჯახი დახმარებას საინფორმაციო საგენტოებსა და ტელევიზიებს სთხოვს. 

   ეკატერინე ჩიტრიკაშვილი:-"ძალიან გთხოვთ, გევედრებით ყველას, ვისაც მიგიწვდებათ ინტერნეტზე ხელი გაავრცელოთ ეს ამბავი და  იქნებ მაპოვნიოთ შვილი, საშინელ დღეში ვართ, მთელი სოფელი ვეძებთ, ჩვენი უბნის რწმუნებულიც,  მაგრამ უშედეგოდ, არავინ იცის, სად წავიდა ჩემი შვილი".

   დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ნომერზე - 0790 39 10 30

 


უკან დაბრუნება