ივერიონი / ნარმანიამ არჩევანი გააკეთა

ნარმანიამ არჩევანი გააკეთა

   თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და როგორც აღნიშნა ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც "მოახერხებს, უკეთეს დედაქალაქში ვიცხოვროთ".

   -"გავაკეთე არჩევანი იმ ძალის სასარგებლოდ, რომელმაც უნდა განავითაროს ჩვენი დედაქალაქი და რომელმაც უკეთესი მომავალი უნდა შეუქმნას ჩვენ პატარებს, თითოეული ასაკისა და კატეგორიის ადამიანს, რომელმაც უნდა იზრუნოს ეკოლოგიის თვალსაზრისით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და ხმა მივეცი იმ ძალას, რომელიც ერთობლივი ზრუნვით და საზოგადოების მაღალი ჩართულობით მოახერხებს, რომ უკეთეს დედაქალაქში ვიცხოვროთ", - განაცხადა ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ.

 

15-06-2014, 10:46
უკან დაბრუნება