ივერიონი / დავით უსუფაშვილი:-"პირველი ტური იქნება, თუ მეორე, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია"

დავით უსუფაშვილი:-"პირველი ტური იქნება, თუ მეორე, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია"

   პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მარჩიელობა საჭირო არ არის და განაცხადა:

   -"კანონით განსაზღვრულია მეორე ტური, თუ პირველ ტურში ვინმე ვერ გაიმარჯვებს. და საერთოდ, მე არ მესმის ამხელა აჟიოტაჟი ამ თემაზე. დიახ, კანონი ამას ითვალისწინებს და საერთოდ, ეს მარჩიელობა რა საჭიროა, მე არ ვიცი. დარჩენილა სულ რამდენიმე საათი. პირველი ტური იქნება თუ მეორე, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო. ასე რომ, ყველაფერი ცოტა ხანში გაირკვევა".

 

15-06-2014, 15:47
უკან დაბრუნება