ივერიონი / გაიზარდა თუ არა კრიმინალი დღესდღეისობით საქართველოში

გაიზარდა თუ არა კრიმინალი დღესდღეისობით საქართველოში

დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში“ ჟურნალისტებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გრიგოლ გაგნიძემ, მამუკა ტუსკაძემ და ნუგზარ მელაძემ ბრიფინგი გამართეს.

მათ ისაუბრეს  დღესდღეისობით ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. მათი თქმით, სიტუაცია არც ისე საგანგაშოა, ყველაფერი რაც ქვეყანაშ ხდება ისჯება კანონით და ის ფაქტი, რომ თითქოს კრიმინალი გაიზარდა, არარეალურია.
იმის შიში, რომ პატიმრობიდან განთავისუფლებულ ადამიანთა შორის იყვნენ კრიმინალები, არის 0-ის ტოლფასი, რადგან, განთავისუფლებულ იქნა მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პატიმრები“ _ აცხადებს მამუკა ტუსკაძე.
მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ წინა ხელისუფლებაში კრიმინალს კრიმინალით ებრძოდნენ და ამ მხრივ დღევანდელი სიტუაციის ადრინდელთან შედარება არ შეიძლება.
ისინი არჩევნების წინა პერიოდში ჩატარებულ შიდა მონიტორინგს შეეხნენ. რამაც აჩვენა, რომ კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში სტაბილურობისკენ მიდის.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მედიაში, კონკრეტულად კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სიუჟეტები ხშირად გაბუქებული და გაზვიადებულია, რაც საზოგადოების დეზორგანიზებას უწყობს ხელს.

მზიკო კახიანი

24-06-2014, 16:04
უკან დაბრუნება