ივერიონი / რასმუსენი საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ პაკეტს სთავაზობს.

რასმუსენი საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ პაკეტს სთავაზობს.

ნატოს გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს სთავაზობს, რაც ქვეყანას ნატოსთან დაახლოებაში დაეხმარება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განმარტა, რომ ღია პოლიტიკასთან დაკავშირებით მისი პრინციპები უცვლელია და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს, რადგან ეს სარგებელს არამხოლოდ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, არამედ თავად ალიანსსაც მოუტანს.

„ჩვენი ძირითადი პრინციპები უცვლელია, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტ ქვეყნებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების პროცესში და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველო, რომელსაც ალიანსთან გაწევრიანების ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ, რაც საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება.“ _ აცხადებს რასმუსენი.

25-06-2014, 12:52
უკან დაბრუნება