ივერიონი / ვალერი ხაბურზანია:-"იმედი და ბედნიერება ზებოს ჭაში..."

ვალერი ხაბურზანია:-"იმედი და ბედნიერება ზებოს ჭაში..."

   "ამ დუკუმენტს, რაც სათაური აქვს, იმაზე უარესი აბდაუბდა შინაარსი"

   საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას ვალერი ხაბურზანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

   -"საქართველომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ქვია: "ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის 

გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის." 

მე წავიკითხე, ეჭვი მაქვს რამდენიმე კაცს კიდევ აქვს წაკითხული, ამ დუკუმენტს, რაც სათაური აქვს, იმაზე უარესი აბდაუბდა შინაარსი... და მიუხედავად ამისა, ვულოცავ ყველას, ვისაც უხარია და დიდი მოლოდინები აქვს, ვულოცავ იმათაც, ვისაც არ უხარია და კარგს არაფერს ელის. 

რატომ? ჭაში მჯდომმა ქონდრისკაცმა ზებომ ზარი შემოჰკრა(ჭაბუა ამირეჯიბი "დათა თუთაშხია"), გვირაბი ჭაში გამოვიდა და ხომ უნდა ვნახოთ, რა არის იმედი და ბედნიერება ზებოს ჭაში..."

 

28-06-2014, 09:17
უკან დაბრუნება