ივერიონი / დღეიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება

დღეიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება

   მომავალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 1-ლი ივლისის 09:00 საათიდან დაიწყება.

   1-ლი ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების), მოწერილობის საფუძველზე.

   5 ივლისიდან 10 ივლისამდე რეგისტრირდებიან უკვე დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები. 10 ივლისიდან კი რეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი.

   ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმრზდელო წლისათვის, ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის იქნებიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.

 

1-07-2014, 01:06
უკან დაბრუნება