ივერიონი / უკვე გაგზავნილია გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნა

უკვე გაგზავნილია გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნა

   გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", ინტერპოლის ხაზით  2013 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა. ამჟამად ის დაკავებულია ჰოლანდიაში და უკვე გაგზავნილია დგებუაძის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნაც. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. 

   -"ჩვენი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს ჰოლანდიაში. ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ყველა საჭირო საექსტრადიციო მასალა გაგზავნილია ჩვენ კოლეგებთან და იხილება მისი ექსტრადიციის საკითხი. იძებნებოდა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე და მეორე საქმეა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში და კონკრეტული პირის წამების ფაქტს ეხება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადაწყვეტილებას ჰოლანდიაში შესაბამისი სასამართლო იღებს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ზედა ინსტანციაში და საბოლოოდ, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს",- განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.

 

1-07-2014, 08:35
უკან დაბრუნება