ივერიონი / "მორატორიუმის თემით უგულავა, ცდილობს უბრალოდ გადაფაროს თემა"

"მორატორიუმის თემით უგულავა, ცდილობს უბრალოდ გადაფაროს თემა"

   გიგი უგულავას "სითი პარკის" საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით თბილისის ყოფილი მერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გიგი უგულავას ისე აპირებდა ქვეყნის დატოვებას, რომ არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანოები არ გაუფრთხილებია.

   -"მოგეხსენებათ, რომ გიგი უგულავა აღკვეთის ღონისძიების ქვეშ სხვა საქმეზეც არის და მიუხედავად ამისა, ის აპირებდა დაეტოვებინა ქვეყანა ისე, რომ ამის შესახებ არ გაუფრთხილებია არც სასამართლო და არც საგამოძიებო ორგანოები. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის აპირებდა თავი აერიედებინა საგამოძიებო მოქმედებებისთვის. რაც შეეხება მორატორიუმის თემას, რაზეც ის აპელირებს, ამით ცდილობს უბრალოდ გადაფაროს თემა", - განაცხადა უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

 

1-07-2014, 09:10
უკან დაბრუნება