ივერიონი / საერთაშორისო ფესტივალი "გამა 2014" 10 ივლისს აიღებს სტარტს

საერთაშორისო ფესტივალი "გამა 2014" 10 ივლისს აიღებს სტარტს

   სამეჯლისო, ევროპული და ქართული ცეკვების ასოციაცია 10-14 ივლისს ზუგდიდში ატარებს სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს "გამა 2014". ფესტივალის მიზანია კულტურისა და ხელოვნების განვითარება, კოლექტივების გაცნობა-დამეგობრება, ინფორმავიის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება.

ფესტივალის პროგრამაზე ივერიონს" ფესტივალის მთავარი პროდიუსერი ხვიჩა ახალაია ესაუბრა.

   _"ფესტივალის ყველა მონაწილე დაბინავდება ქალაქ ქობულეთში, სასტუმროში. იქნება სამჯერადი კვება. ფესტივალის ყველა მონაწილე მიიღებს დიპლომს. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ცალ-ცალკე გამოვლინდება საპრიზო ადგილები და ნომინაციები. ფესტივალში მონაწილე თითოეული ანსამბლი დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით. ფესტივალის დირექტორია სამეჯლისო, ევროპული და ქართული ცეკვების ასოციაციის დასავლეთ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ფიფია. საორგანიზაციო კომიტეტს კი მე და ირმა ბერაია წარმოვადგენთ. 

   ფესტივალის მონაწილეები 10 ივლისს შეიკრიბებიან. ამ დღეს იქნება გაცნობითი ღონისძიებები, ასევე ზღავაზე გასვლა, სადღესასწაულო ვახშამი და დისკოთეკა. "გამა 2014" 11 ივლისს 17 საათზე გაიხსნება, ხოლო ფესტივალის გალა კონცერტი 13 ივლისს, 16 საათზე გაიმართება. ამავე დღეს, 21 საათზე გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ყოველ დღე ფესტივალის მონაწილეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ისინი ეწვევიან დელფინარეუმს, დაათვალიერებენ ბათუმის და ქობულეთის ღირშესანიშნაობებს. საღამოობით გაიმართება დისკოტეკები და გასართობი ღონისძიებები. ფესტივალი, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოდიან მონაწილეები 14 ივლისს დასრულდება"-განაცხადა ხვიჩა ახალაიამ.

თაზო ბენიძე

 

1-07-2014, 14:21
უკან დაბრუნება