ივერიონი / ზაქარია ქუცნაშვილი: გიგი უგულავას დევნა არ უნდა შევწყვიტოთ!

ზაქარია ქუცნაშვილი: გიგი უგულავას დევნა არ უნდა შევწყვიტოთ!

დღეს "დიდუბე პლაზაში" ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.

მან კომენტარი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ხელსაყრელია არა მხოლოდ დიდი ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, რადგან ეს მათ შესაძლებლობებს გაუჩენს მიიღონ მონაწილეობა ევროპულ შესყიდვებში.

ქუცნაშვილის თქმით  1300 გვერდიან დოკუმენტში ბევრი სიახლეა, რომელსაც საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

"29 ივნისს გაიმართა არჩევნების მეორე ტური, სადაც 29 ოლქში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ჩვენ ვთქვით უარი იოლ გამარჯვებაზე აქედან გამომდინარეობს სწორედაც მეორე ტური.  აქვე ავღნიშნავ, რომ საკმაოდ დიდი უნდობლობა იყო არჩევნების მიმართ და სწორედაც ამ შედეგმა აჩვენა ხალხს, რომ სამართლიანად და მობილიზებულად ჩატარდა მეორე ტური." - აცხადებს იგი.

ქუცნაშვილი გამოეხმაურა გიგი უგულავას დაკითხვის ფაქტსაც  და აღნიშნა,რომ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაუბრუნა თავისუფალი მედია, ადვოკატურა და სასამართლო, აქედან გამომდინარე ყველას შეუძლია თავისი სიმართლის დაცვა და არა აქვს მნიშვნელობა რაიმე თანამდებობის პირი იქნება ის თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. "ცივილიზებული სამყარო ძალიან პრინციპულია. ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ სარკოზი დააკავეს საფრანგეთში მიუხედავად მისი თანამდებობისა წარსულში, ჩვენ გიგი უგულავას დევნა არ უნდა შევწყვიტოთ და ზოგადად არ უნდა მოვერიდოთ იმ ხალხის მხილებას, ვისთანაც დანაშაული აშკარად იკვეთება" - ცხადებს იგი.

ასევე, კითხვაზე თუ რა აზრისაა ევროპა საქართველოზე შემდეგი პასუხი გასცა: "ევროპამ საქართველო აღიარა, როგორც მისი ნაწილი" .


მზიკო კახიანი

1-07-2014, 15:14
უკან დაბრუნება