ივერიონი / "მწვანე თვე" ლაგოდეხში

"მწვანე თვე" ლაგოდეხში

   "მწვანე თვის" ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას "SOS ბავშვთა სოფლისა" და თბილისის კერძო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ უმასპინძლა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორია დაათვალიერებინა.

  მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემატიკაზე სემინარი მოისმინეს. ისინი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ეკო-შემეცნებითი ბილიკის პირველი სტუმრები იყვნენ. ღონისძიების მიზანს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის პოპულარიზაცია და გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

2-07-2014, 08:52
უკან დაბრუნება