ივერიონი / გიგი უგულავა:-"მოვიგე სასამართლო!"

გიგი უგულავა:-"მოვიგე სასამართლო!"

   თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე არ დააკმაყოფილა პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აღმკვეთი ღონისძიების  გარეშე დატოვა. 

   თავად უგულავა კი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"მოვიგე სასამართლო. პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეხლა მარტო იმიტომ წავალ კიშინოვში, რომ დავბრუნდე".

   ცნობისთვის, უგულავას ბრალი "სითი-პარკის" საქმეზე წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდება მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვდა, რათა უგულავას საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება არ ჰქონოდა.

 

 

2-07-2014, 15:35
უკან დაბრუნება