ივერიონი / გიგა ბოკერია:-"ხელისუფლების შეცვლა იქნება საჭირო"

გიგა ბოკერია:-"ხელისუფლების შეცვლა იქნება საჭირო"

   იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას სასჯელის შეკრებითობის წესის აღდგენასთან დაკავშირებით  "ნაციონალური მოძრაობის"  წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცხადად ხედავს გადაწყვეტილებებში  არათანმიმდევრულობა.

   -"აღნიშნულ კანონპროექტს მეც არ ვიცნობ, თუმცა აღსანიშნავია არათანმიმდევრულობა გადაწყვეტილებებში, რაც დღევანდელ მმართველ გუნდს ახასიათებს. მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რასაც ვხედავთ და ეს არის დანაშაულის ზრდის დინამიკა, რომელიც არა კანონმდებლობის ცვლილებაში, არამედ პოლიტიკურ ნებაში მდგომარეობს. პრობლემა მდგომარეობს პოლიციის რეპუტაციის  დაცემაში და ეს ძალიან სახიფათო გზაზე დაგვაყენებს.

ამ ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო გზაზე დაგვაყენა და ამას რომელიმე საკანონმდებლო ცვლილება ვერ შემოატრიალებს, ამისთვის ხელისუფლების შეცვლა იქნება საჭირო"-განაცხადა ბოკერიამ.

 

2-07-2014, 20:54
უკან დაბრუნება