ივერიონი / ალექსანდრე ჭიკაიძე:-"რაც მოხდა, ეს სამწუხარო ფაქტი, იყო წარსულში"

ალექსანდრე ჭიკაიძე:-"რაც მოხდა, ეს სამწუხარო ფაქტი, იყო წარსულში"

   სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

    -"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, როგორიც უნდა ყოფილიყო. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. რაც მოხდა, ეს სამწუხარო ფაქტი, იყო წარსულში და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცა".

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, კომპენსაციის ოდენობა კი  12 თვის ვადაში მოლაპარაკებების გზით უნდა განისაზღვროს.

 

3-07-2014, 17:32
უკან დაბრუნება