მთავარი გვერდი > ლუგანსკის ქუჩები "ადიალაში" გახვეული ცხედრებითაა სავსე

ლუგანსკის ქუჩები "ადიალაში" გახვეული ცხედრებითაა სავსე


3-07-2014 / 19:06

ლუგანსკის ქუჩები

   -"უკრაინული თვითმფრინავების მიერ ჩამოყრილი ბომბები დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. ლუგანსკის ქუჩები ადიალაში გახვეული ცხედრებითაა სავსე, შენობები კი დამწვარია.

   დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებს შორის არის 5 წლის ბიჭუნა, რომელსაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა"-აცხადებს რუსული საინფორმაციო საშუალება "ვესტი".

   -"ასე ცხოვრება შეუძლებელია! რას აკეთებს პოროშენკო, არ ვიცით. ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ არაფერი გვინდა ჰარდა იმისა, რომ ვიცხოვროთ და ბავშვები გავზარდოთ"-აცხადებს მედიასთან საუბარში ადგილობრივი მცხოვრები ირინა სტასიუკი.

   უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხეილ კოვალევი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს:

   -"საჰაერო დაბომბვა არ ყოფილა, მითუმეტეს ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვესვრით".

   რუსეთი კი მოუწოდებს უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და არ იყოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

 


უკან დაბრუნება