მთავარი გვერდი > გოგა ონიანი:-"ბატონო ლექსო, არ გააკეთოთ კომენტარები იმ საკითხებზე, რაშიც აბსოლუტურად არ ერკვევით"

გოგა ონიანი:-"ბატონო ლექსო, არ გააკეთოთ კომენტარები იმ საკითხებზე, რაშიც აბსოლუტურად არ ერკვევით"


4-07-2014 / 00:32

გოგა ონიანი:-

   გოგა ონიანი ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართავს.

   ადვოკატი გოგა ონიანი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც იგი ამბობს, რომ "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს"

   -"მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბ.ნ. ალექსანდრე ჭიკაიძეს, ბატონო ლექსო, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გირჩევთ არ გააკეთოთ კომენტარები იმ საკითხებზე, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაშიც აბსოლუტურად არ ერკვევით. მარტივად აგიხსნით, ჩვენ მე და თქვენ, 2016 წელს შეიძლება დავიწყოთ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან და არ გაგიხსენოთ წარსული, მაგრამ ოკუპანტ ქვეყანას რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა და ვაჟკაცი ბიჭები დაგვიხოცა ვერასდროს ვაპატიებთ და ვერასდროს დაუკანონებთ მათ მიერ ჩადენილ უკანონობას!"-წერს ონიანი.

 


უკან დაბრუნება