მთავარი გვერდი > შეხვედრა ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან

შეხვედრა ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან


4-07-2014 / 10:11

შეხვედრა ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან

   ცესკოს თავმჯდომარე კომისიის წარმომადგენლებთან ერთად  დღეს ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომელთა (US Congressional Staff Delegation) დელეგაციას შეხვდა, რომელიც უფლებამოსილია აშშ-ს მთავრობის ორმხრივი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის აქტით და მიზნად ისახავს საქართველოსთან პარტნიორობის გაუმჯობესებას ქვეყნის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების შესწავლის საფუძველზე.

   თამარ ჟვანიამ  ამერიკელ სტუმრებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გააცნო დეტალური ინფორმაცია. მან ისაუბრა როგორც სხვადასხვა საარჩევნო აქტივობების, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ და 29 ივნისის   განმეორებითი კენჭისყრის თაობაზე; ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ს დელეგაციას ასევე წარუდგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  რომელ ქალაქებში და მუნიციპალიტებებში განისაზღვრა მერის და გამგებლების არჩევნების მეორე ტური.

   7 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით,  დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვადასხვა ექსპერტებს ხვდებიან, რაც მიზნად ისახავს - განისაზღვროს ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესები, თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის, ვაჭრობის ლიბერალიზაციის და დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით.

 


უკან დაბრუნება