მთავარი გვერდი > ირმა ინაშვილი:-"აუცილებლად დავიწყებთ მასშტაბურ საპროტესტო კამპანიას კონკრეტული მოსამართლეების და მათი მთავარი დირიჟორის კუბლაშვილის წინააღმდეგ"

ირმა ინაშვილი:-"აუცილებლად დავიწყებთ მასშტაბურ საპროტესტო კამპანიას კონკრეტული მოსამართლეების და მათი მთავარი დირიჟორის კუბლაშვილის წინააღმდეგ"


4-07-2014 / 10:17

ირმა ინაშვილი:-

   "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ "კუბლაშვილის მიერ კონტროლირაბადი"სასამართლო უგულავას კიდევ ერთხელ გაამართლებს და მოსამართლეებს ახსენებს, რომ ისინი კანონს უნდა ემორჩილებოდნენ და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

   -"ჩემი ინფორმაციით, კუბლაშვილის (და "ნაცმოძრაობის" მიერ კონტროლირებადი) სასამართლო უგულავას გამართლებას მორიგჯერ აპირებს.

კანონის თანახმად, უგულავას ჯერ ბრალს წაუყენებენ. ამის შემდეგ, საქმე ისევ სასამართლომდე მივა. იმ სასამართლომდე, რომელიც ბოლო ორი წელია მხოლოდ ნაცმოძრაობის ლიდერების დაცვა- გათეთრება- გათავისუფლებითაა დაკავებული და პროკურატურის არც ერთ მტკიცებულებას მტკიცებულებად არ აღიარებს. სასამართლო ცინიკურ, ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალთან სრულ კონფრონტაციაშია. ყველა ამ მოსამართლეს საჯაროდ შევახსენებ, რომ ისინი უნდა იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს და არა ნაცმოძრაობის სამსახურში. თუ მოსამართლეთა კორპუსი კვლავ განაგრძობს კრიმინალების ღია მფარველობას, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მასშტაბურ საპროტესტო კამპანიას კონკრეტული მოსამართლეების და მათი მთავარი დირიჟორის კუბლაშვილის წინააღმდეგ და, ვარწმუნებ, ამ პატივცემულ ბატონებსა და ქალბატონებს, რომ ეს კამპანია მათი კარიერის კრახით და სააკაშვილის მიერ დანერგილი ამ მანკიერი სისტემის დემონტაჟით დასრულდება. ყველა მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ მათი სახელები და გვარები, მათი საქმეები და გადაწყვეტილებები ცნობილია. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ნაცმოძრაობის წევრების მიმართ ამდენი გამამართლებელი განაჩენი განპირობებულია არა უბრალოდ პროკურორების არაპროფესიონალიზმით, არამედ მოსამართლეთა მონური მორჩილებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი. თუ რომელიმე მოსამართლეს ჰგონია, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდება, ვარწუნებ, რომ ეს აღარასდროს მოხდება..."-წერს ინაშვილი.

 


უკან დაბრუნება