ივერიონი / კიევში ხელი მოეწერა 2014-2016 წლების ერთობლივი ღონისძიებების გეგმას

კიევში ხელი მოეწერა 2014-2016 წლების ერთობლივი ღონისძიებების გეგმას

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს შორის, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში, ქალაქ კიევში ხელი მოეწერა 2014-2016 წლების ერთობლივი ღონისძიებების გეგმას სამრეწველო ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

   საქართველოს მხარეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ხოლო უკრაინის მხარეს – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე სერგეი ბოჩკოვსკი.

   ორმხრივ შეხვერაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-უკრაინის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები სამოქალაქო დაცვის სფეროში.

4-07-2014, 10:57
უკან დაბრუნება