ივერიონი / მაია ფანჯიკიძე ნარმანიას გამარჯვებაში დარწმუნებულია

მაია ფანჯიკიძე ნარმანიას გამარჯვებაში დარწმუნებულია

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე  განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

  მისივე თქმით, არჩევნებს იგივე დამკვირვებლები დააკვირდებიან, რომლებიც იყვნენ პირველ ტურზე და ესენი არიან საელჩოები, ასევე რამდენიმე ინსტიტუტის წარმომადგენლები, მათ შორის,  NDI, IRI.

   ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მაღალ დონეზე, ჩატარდება და დაფიქსირებული თუნდაც რაიმე წვრილმანი დარღვევები დროულად იქნება გამოძიებული.

4-07-2014, 13:30
უკან დაბრუნება