ივერიონი / თეა წულუკიანი საქართველოს გამოცდილებას უკრაინელ კოლეგას ადგილზე გაუზიარებს

თეა წულუკიანი საქართველოს გამოცდილებას უკრაინელ კოლეგას ადგილზე გაუზიარებს

   საქართველო უკრაინას ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების გამოცდილებას გაუზიარებს. საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფები შეიქმნება, რომელთა მუშაობაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან. თეა წულუკიანის განცხადებით არსებობს სრული მზაობა მთავრობებს შორის ურთიერთობებისთვის, რასაც უკრაინული მხარე დიდი სიხარულით შეხვდა.

   -"ჩვენ შევთანმხდით, რომ იმ ძალიან დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს, ახლა უკვე ჩვენს მთავრობებს, იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას განახორციელებს, რათა რეფორემების გაზიარება მოხდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფარგლებში და არა - სხვაგვარად. ამისათვის მე მივიღე პრემიერისგან დავალება, რომ ჩავიდე უკრაინაში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რომ იმ დიდ გამოწვევებში, რომელიც დღეს ჩემს კოლეგას და ზოგადად უკრაინელ ხალხს აქვთ, ჩვენ ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი გამოცდილებით უფრო სწარაფად იარონ წინ".

 

4-07-2014, 13:46
უკან დაბრუნება