ივერიონი / ზვიად ქორიძე:-"არც ერთი განცხადება უპასუხოდ არ დარჩება"

ზვიად ქორიძე:-"არც ერთი განცხადება უპასუხოდ არ დარჩება"

   შეწყალების კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ კომისიაში ბევრი სამუშაოა დაგროვილი და პირობას დებს მთელი ზაფხული იმუშავებს, რათა არც ერთი განცხადება უპასუხოდ არ დარჩეს.

   -"იმედი მაქვს, ჩვენ ისეთივე ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც დავიწყეთ, ეს პროცესი არის შეწყალების კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, ჰუმანურობისა და ტოლერანტობის იდეის ხელშეწყობა, რომელიც იდეაში ჩაიდო 2013 წლის შემდეგ შეწყალების ახალი კომისიის შექმნისას. ბუნებრივია, ბევრი მოლოდინია. ობიექტური მიზეზების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში შეწყალების კომისიის მუშაობა შეჩერებული იყო, მაგრამ რამდენადაც საქმეები ბევრი დაგროვდა და შემოსული განცხადებები საკმაო რაოდენობითაა, აუცილებლად ჩვენ, დაჩქარებული წესით მოგვიწევს მუშაობა. ცხელი ზაფხულის დღეებში რამდენიმე სხდომას გავმართავთ, რომ არ დარჩეს უპასუხოდ ყველა ეს განცხადება".

 

4-07-2014, 14:13
უკან დაბრუნება