ივერიონი / გია ცაგარეიშვილი:-"ამ უბედურების სათავეები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ჩვენში უნდა ვეძებოთ"

გია ცაგარეიშვილი:-"ამ უბედურების სათავეები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ჩვენში უნდა ვეძებოთ"

   გიგი უგულავასა და ბაჩანა ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "უგულავასთვის ბრალის წაყენება სავარაუდო იყო". მისი ტქმით სიტყვა სასამართლოზეა, თუმცა იმედოვნებს, რომ პროკურატურა ამჯერად ბევრად უფრო მყარ არგუმენტებს წარადგენს სასამართლოში.

   დეპუტატი აცხადებს, რომ არ მოსწონს სამართლიანობის აღდგენის ტემპი და თვითკრიტიკულად უდგება როგორც საკუთარ თავს, ასევე თავის გუნდს.

 

   -"იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიანად განსჯის და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ არცერთი წამით არ ვაპირებთ, რომ სასამართლო საქმეებში ჩავერიოთ. თეთრაძის საქმეს რაც შეეხება, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, გამორიცხულია უბრალოდ. არიან მოწმეები, რომლებიც ახალაიას პირდაპირ ადებენ ხელს ამ დანაშაულის ჩადენაში. ძიების დასადგენია რამდენად მყარია არგუმენტები, რომ ახალაია გასამართლდეს ამ საქმესთან დაკავშირებით.

   გული მწყდება, რომ აქამდე ბევრმა ყაჩაღმა კანონის წინაშე არ აგო პასუხი, არ მერიდება ამის თქმა. ეს ადამიანები ბედავენ და დილიდან-საღამომდე თითს გვიქნევენ. ეს ეტყობა ჩვენი ბრალია და პირველ რიგში ამ უბედურების სათავეები ჩვენში უნდა ვეძებოთ, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ ჩემი თავის და ჩემი გუნდის მიმართ. მე არ მომწონს სამართლიანობის აღდგენის ტემპი, არ მომწონს, რომ გამოძიებები ასე გაუთავებლად გაიწელა. ყველამ იცის, რომ ისინი ბანდიტები არიან. ეს ცუდია საზოგადოების განწყობისთვის, ადამიანებში დაუსჯელობის აზრი არ უნდა დამკიდრდეს. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეიძლება შეცდომები გვქონდა, მაგრამ არცერთი დანაშაული არ ჩაგვიდენია".

 

4-07-2014, 17:07
უკან დაბრუნება