ივერიონი / უგულავას პროცესზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა

უგულავას პროცესზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო უგულავას აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. როგორც უკვე ცნობილია პროკურატურა მისთვის აღმკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს.

პროცესი დიდ დარბაზში მიმდინარეობს, რადგან პროცესზე დასწრების მსურველთა  უპრეცედენტო  რაოდენობა მივიდა.

დარბაზში შეკრებილები გიგი უგულავას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

 

4-07-2014, 18:41
უკან დაბრუნება