მთავარი გვერდი > ნიკა მელია:-"-"გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო მისთვის სასურველ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ის უფრო მეტ კომფორტს იგრძნობს"

ნიკა მელია:-"-"გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო მისთვის სასურველ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ის უფრო მეტ კომფორტს იგრძნობს"


4-07-2014 / 19:11

ნიკა მელია:-

   "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიას შეთავაზებაზე მზადყოფნა განაცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის ოპონენტტან დებატებში ნებისმიერ ადგილას დაჯდეს, თუნდაც "ქართული ოცნების" ოფისში.

   -"გამოვთქვამ მზადყოფნას მივიღო მისთვის სასურველ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ის უფრო მეტ კომფორტს იგრძნობს, თუნდაც ეს იყოს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. თუმცა, მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიებმა, რომლებისგანაც ჩვენ მივიღეთ მოწვევა, განაცხადონ თანხმობა. თუ ისინი შეცვლიან პოზიციებს და ნაცვლად იმ დებატებისა, სადაც უკვე გვეპატიჟებიან, გაიმართება ერთი დებატი და ისინი მიიღებენ იქ მონაწილეობას, არანაირი პრობლემა არ არის"-განაცხადა ნიკა მელიამ.

 


უკან დაბრუნება