ივერიონი / 10 ივლისს "ნატვრის ხე" 5 ადამიანს ნატვრას აუხდენს

10 ივლისს "ნატვრის ხე" 5 ადამიანს ნატვრას აუხდენს

   ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი "ნატვრის ხე" 10 ივლისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს და  დაეხმარება: ნინო ჩიქოვანს (22 წლის ნიჭიერ საოპერო მომღერალ, კონსერვატორიის სტუდენტს,  რომელსაც მოულოდნელად უმძიმესი დიაგნოზი – ვენურ არტერიული მალფორმაცია დაუდგინდა და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა) ქეთევან აბაშიძეს (4 წლის), ნიკოლოზ ვაშაკიძეს (6 წლის) ნანიკო ტორონჯაძეს (11 წლის) ვიტალი კილასონიას (16 წლის).

    კონცერტის ორგანიზატორების ინფორმაციით საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები: თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც უდირიჟორებს იტალიელი მაესტრო, ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი, ის გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული, ყველა დიდი თეატრის სტუმარი – დირიჟორი.

   ასევე მონაწილეობენ: ესპანეთიდან ლირიული ტენორი – ჩელსო ალბელო, რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთ დიდ მსოფლიო ტენორად არის აღიარებული, რუმინელი სოპრანო ელენა მოშუკი, რომელზეც ფრანკო ძეფირელმა თქვა: "როგორც იქნა გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი ოპერის სამყაროში და მადლობა ღმერთს, რომ ის ჩვენ გვაჩუქა". ალბანელი მეცო - სოპრანო ენკელეიდა შკოზა, მას ნამუშევარი აქვს ყველა დიდ დირიჟორთან და ნამღერი აქვს ისეთ დიდ თეატრებში, როგორიც არის, მეტროპოლიტენი, ლასკალა და კოვენთგარდენი. იგივე შეიძლება ითქვას ბარიტონ კრისტოფერ რობერტსონზე.

   საღამოზე შესრულდება "ვერდის", პუჩინის" და "ბიზეს" ცნობილი საოპერო ჰიტები. კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

კონცერტის მიმდინარეობისას ნებისმიერ მსურველებს, ნებისმიერი ქსელიდან, მათ შორის "სილქნეტის" და ახალი ქსელების აბონენტებს, შესაძლებლობა ექნებათ აკრიფონ ნომერი 0901900999  (ზარის ღირებულება 1 ლარია.)  

   კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

   მსურველებს საშუალება აქვთ თანხა გადარიცხონ ანგარიშზე: "თი-ბი-სი" ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE18 თB72  7663 6080 1000 05

 

5-07-2014, 23:58
უკან დაბრუნება