ივერიონი / გოგა ონიანი:-"მარგიშვილმა დააანონსა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოახლოებული დაპატიმრებები"

გოგა ონიანი:-"მარგიშვილმა დააანონსა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოახლოებული დაპატიმრებები"

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი კულტურის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებას:-"ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ?!"-ეხმაურება და წერს:

   -"2014 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა დააანონსა ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოახლოებული დაპატიმრებები. რაც არ უნდა ბრმა იყო ან სურვილი გქონდეს თავის დაბრმავების, სახეზეა პოლიტიკური დევნა ოპონენტების და ეს პროცესი გაცდენილია კანონისა და სამართლიანობს პრინციპებს.

   სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება შეუძლებელს ხდის იმის გარკვევას სად იყო რეალურად დანაშაული ჩადენილი და სად არა. ამ ყველაფრით ზარალდება არა "ნაციონალური მოძრაობა", არამედ ქვეყანა და ყველა ის ფუნდამენტური პრინციპი, რაზეც უნდა იდგეს დემოკრატიისაკენ მიმავალი სახელმწიფო".

 

6-07-2014, 01:19
უკან დაბრუნება