ივერიონი / სალომე ზურაბიშვილი:-"ხელისუფლება რატომ ჯდება იმავე სქემაში და არ არღვევს ამ ჯადოსნურ წრეს!"

სალომე ზურაბიშვილი:-"ხელისუფლება რატომ ჯდება იმავე სქემაში და არ არღვევს ამ ჯადოსნურ წრეს!"

   სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"არ ვიცი რა ხდება რა სცენარი და რისთვის იდგმება? ნაცები ხომ პირველივე დღიდან სულ თამაშობენ "მე შენი გითხარიო!" ვითომც და იმ სისასტიკეს აპროტესტებენ რომელიც მათი მოგონილია და რასაც თვითონ ჩადიოდნენ განუწყვეტლივ, იმ სიმახინჯეებს ებრძვიან მათი დახვეწილი რომ არის - თუნდაც არჩევნების გაყალბება! .... ეს ყველაფერი გასაგებია :"თვალში ნაცარი" და რაც შეიძლება ხმამაღლა ყვირილი .... ვითომც ამითი ვინმეს დაავიწყებენ თავიანთ დანაშაულს !!!!! 

ხელისუფლების კი არ მესმის: რატომ ჯდება იმავე სქემაში და არ არღვევს ამ ჯადოსნურ წრეს : იმის მაგივრად რომ მაგალითი მიეცა ნამდვილი სამართალისა, სხვა ქცევისა, პოლიციის თვითშეკავებისა, ჩემდა გაუგებრად სარკისებურად იქცევა და ამითი ნაწილობრივ ამართლებს იქიდან გადმოგებულ ბრალდებებს!!!! 

   მომხრე ვარ დამნაშავე და პასუხისმგებელი ნაცების გასამართლებისა და სათანადოდ დასჯისა ... მაგრამ ვერ ვხდები რატომ არის საჭირო მათსავით ხელბორკილების დადება ტელეკამერების წინ, მათსავით შეურაცხყოფა ადამიანების თუნდაც ესოდენ ოდიოზურები როგორც არიან გაბაშვილები და უგულავები, რა საჭიროა რომ რუსთაველი კიდევ გახდეს ძალადობის ადგილი .... თან ეს ყველაფერი ძალიან გავს გაუთავებელ ნაცების პროვოკაციას, მაგრამ ხელისუფლება ხომ მაშინ არის "მაგარი" როცა პროვოკაციას არ ეგება და უმაგრდება, მის მახეებში არ ერთვევა და თავის მიზანს მიყვება თავისი გზით და თავისი მეთოდებით..."

 

6-07-2014, 11:31
უკან დაბრუნება